თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2,259-მდე გაიზარდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა კიდევ 119 ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 95 591 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2259-ს მიაღწია.

COVID-19-ის ინფექციისგან 14 918 პაციენტი გამოჯანმრთელდა.