თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10827-მდე გაიზარდა

თურქეთში, გასული 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 168-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთში COVID-19-ით კიდევ 1610 ადამიანი დაავადდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 10827-ს აღწევს.

გამოჯანმრთელდა 162 პაციენტი, 725 რეანიმაციაში რჩება.