თურქეთში კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟაზე თაღლითობისთვის 62 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, კრიპტოვალუტის ბირჟასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 62 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex-თან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. პოლიციამ 62 ადამიანი რვა სხვადასხვა პროვინციაში აიყვანა.

სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, Thodex-ის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციაში მომხმარებლების საჩივრები შევიდა, რომლებსაც საკუთარ აქტივებზე წვდომა დაკარგეს.

სავარაუდოდ, ამ ფაქტმა გავლენა იქონია 391,000 ინვესტორზე და დაიკარგა 1,44 მილიარდი ფუნტი ინვესტიცია.

Thodex-ის მფლობელი ფარუქ ფატიჰ ოზერმა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიება კომპანიის დისკრედიტაციას ემსახურება. მისი თქმით, აქტივები არსად გამქრალა, უბრალოდ Thodex-მა დროებით შეაჩერა ვაჭრობა მას შემდეგ, რაც მომხმარებლების ანგარიშებზე კიბერშეტევა დაფიქსირდა.