თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ (AFAD) ავრცელებს.

მისი ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები მუღლას პროვინციაში, ვატროს ოლქში დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 21 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.