თურქეთში მოსახლეობის ვაქცინაცია დღეიდან იწყება

თურქეთში დღეიდან ჩინური ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა СoronaVac, რომელიც კომპანია SinoVac-ს ეკუთვნის.

მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ SinoVac-ის ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭეს. თურქი მედიკოსების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება.

"ჩვეული ცხოვრების წესის დასაბრუნებლად აუცილებელია ვაქცინაცია", – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

თურქეთი იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე ჩინური ვაქცინის 50 მილიონ დოზას მიიღებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ თურქეთის ხელისუფლება გეგმავს კომპანია Pfizer-ის 4.5 მილიონი დოზის შეძენასაც. ამასთან, თურქეთი ასევე რუსეთში წარმოებული ვაქცინის შეძენასაც აპირებს.