თურქეთში ოქროს და ვერცხლის საბადოები აღმოაჩინეს

თურქეთის აღმოსავლეთით, აღრის პროვინციაში ოქროს და ვერცხლის საბადოები აღმოაჩინეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრის, მუსტაფა ვარანკის განცხადებით, საბადოები მოლაქარის რაიონში მდებარეობს.

ვარანკის განმარტებით, ოქროს მარაგი 20 ტონადაა შეფასებული (1,2 მილიარდი დოლარი), ხოლო ვერცხლის - 3,5 ტონად (ღირებულება 2,8 მილიონი დოლარი).