თურქეთში "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი "ომიკრონის" შტამის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი შემთხვევა სტამბოლში, ხუთი კი იზმირში დაფიქსირდა. 

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალი შტამით ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქად ფასდება.