თურქეთში სკოლები 15 თებერვლიდან გაიხსნება

თურქეთი სკოლების გახსნას 15 თებერვლიდან გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა განაცხადა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება 15 თებერვლიდან სკოლების გახსნის შესახებ", - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, პანდემიის გამო, ყველა კლასის ერთდროულად არ გაიხსნება.

შეგახსენებთ, თურქეთში სკოლები სექტემბრის ბოლოდან ნაწილობრივ გაიხსნა, თუმცა, ეპიდსიტუაციის გამო, სწავლა 20 ნოემბრიდან ონლაინ ფორმატში გაგრძელდა.