თურქეთში ტყის ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი რუსი ტურისტები დააკავეს

თურქეთში ტყის მასშტაბური ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი 7 რუსი ტურისტი დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ფაქტს რუსეთის გენერალური საკონსულო ადასტურებს.

24 ოქტომბერს სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.