თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

თურქეთში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ინფორმაციას AP ავრცელებს.

სტიქიამ ძირითადად შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქები სინოპი, ბართინი და კასთამონუ დააზარალა.

გავრცელებული ცნობებით, 25 ადამიანი დაიღუპა კასთამონუში, ორი - სინოპში.

რეგიონში მასშტაბური ნგრევაა.