თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

ყველაზე მასშტაბური სტიქია, შავი ზღვის ჩრდილოეთ ქალაქ ბოზქურთს დაატყდა თავს და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 1300-ზე მეტი ადამიანი.