თურქეთში წყალდიდობით დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა

თურქეთში, ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქასთამონუს პროვინციაში 60 ადამიანი დაიღუპა. სინოფის პროვინციაში სტიქიას თერთმეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ბართინში კი ერთი ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზემოხსენებული სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა.