თურქეთში თვითმფრინავის კატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ თურქეთში სადაზვერვო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაიღუპა უსაფრთხოების სამსახურის 7 წარმომადგენელი. 

გარდაცვლილთ შორის ორი მფრინავია.
თვითმფრინავი ვანის პროვინციაში, არტოსის მთის მიდამოებში, 2.2 ათასი მეტრის სიმაღლეზე ჩამოვარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ვან ფერიტ მელენის აეროპორტიდან გაფრინდა და მოგვიანებით მასთან კავშირი შეწყდა.