თურქეთში უამინდობის შედეგად ხიდები დაინგრა და სახლები დაიტბორა - VIDEO

თურქეთის სამხრეთით მდებარე ჰათაის პროვინციაში, ძლიერი წვიმის გამო, ხიდები ჩამოინგრა და სახლები დაიტბორა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას TRT Haber ავრცელებს.

არსუზის მერის მოადგილემ, სამი უსტიუნმა აღნიშნა, რომ უამინდობის გამო ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია და სამუშაოები გრძელდება.

უხვი ნალექი თურქეთის სამხრეთ ნაწილში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.