თურქეთში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

სტამბოლთან ახლოს, სამრეწველო ზონა ტუზლში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობა ჯერ ვერ ხერხდება. ადგილზე 50-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. პერიმეტრი პოლიციამ გადაკეტა.

სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ ჰაერში, შესაძლოა, საშიში ნივთიერებები მოხვდეს.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.