თურქეთთან შეთანხმების შენარჩუნება აუცილებელია - მერკელი

თურქეთთან დევნილების საკითხზე არსებული შეთანხმება მნიშვნელოვანია და ის აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ევროკავშირის მომავალი სამიტის გადაწყვეტილებებზე მიდის მუშაობა.

"ვფიქრობ, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამ არსებულ შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ის მომავალშიც უნდა განვითარდეს", - განაცხადა მერკელმა პრესსკონფერენციაზე, რომელსაც ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად მართავდა.