Turkish Airlines-მა სტამბოლი-განჯა-ნაჩიხევანის მიმართულებით ფრენები განაახლა

ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სტამბოლი-განჯა-ნაჩიხევანის მიმართულებით ფრენები განაახლა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

მედიის ცნობით, Turkish Airlines-ის თვითმფრინავი განჯის საერთაშორისო აეროპორტმა დღეს დილით მიიღო.