თურქმენეთში შაბათ-კვირას ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა

თურქმენეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალა. აკრძალვა ეხება ყველა სახის ალკოჰოლის შემცველ სასმელს, მათ შორის ლუდს და ღვინოს. 

ალკოჰოლური სასმელების შეძენა ქვეყანაში მხოლოდ სამუშაო დღეებში 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ამრიგად, თურქმენეთში ძალაში შევიდა 2018 წლის ბოლოს მიღებული კანონი "ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების პრევენციის" შესახებ. 

კანონის თანახმად, სასმლის გაყიდვა დღესასწაულებზეც აკრძალულია. 2019 წლის 1 იანვრიდან იკრძალება ალკოჰოლის საცალო ვაჭრობა გარე ბაზრობებსა და მაღაზიის გარეთა დახლებზე. გამონაკლისს კვების ობიექტები წარმოადგენენ.