თურქულ ქემერში ტყე იწვის

სამხრეთ თურქეთის საკურორტო ზონაში, ქემერის რეგიონში ტყე იწვის. ხანძრის ჩაქრობაში ოთხი ვერტმფრენია ჩართული. ინფორმაციას თურქული ტელეარხის NTV ავრცელებს.

”სამუშაოებს ქარის მიმართულების შეცვლა და ციცაბო რელიეფი ართულებს”, - განაცხადა ქემერის მერმა ნეჯათი ტოფალოღლუმ.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართული იყო 13 სახანძრო მანქანა, 4 ვერტმფრენი, 2 ბულდოზერი, წყლის ჭავლი და სატყეო მეურნეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა.