თურქული თვითმფრინავი ეგეოსის ზღვაში ჩავარდა

თურქული სამხედრო თვითმფრინავი ეგეოსის ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Daily Sabah ავრცელებს.

ლაინეროს ბორტზე მყოფი პილოტები სამაშველო ოპერაციის დროს გადაარჩინეს.

ინციდენტი საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, 7 აპრილს თურქეთის საჰაერო ძალების წვრთნების დროს, NF-5 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. იცნიდენტის შედეგად დაიღუპა პილოტი.