თურქული უპილოტო "ბაირახტარი" პოლონეთის არმიის შესაძლებლობებს გააძლიერებს - ზბიგნევ რაუ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქული უპილოტო აპარატი "ბაირახტარი" პოლონეთის არმიის შესაძლებლობებს გააძლიერებს და ხელს შეუწყობს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას.   

ზბიგნევ რაუმ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბაირახტარ თიბი 2" ტექნოლოგიურად მოწინავე და ეფექტური იარაღია, რაც ბრძოლაში დამტკიცდა.