თურქული ვაქცინა მთელი კაცობრიობისთვის იქნება ხელმისაწვდომი - ერდოღანი

ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია, რომ ვაქცინაციის ნაციონალიზმი კვლავინდებურად გრძელდება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებიც კი საერთაშორისო ასპარეზზე დისკრიმინაციის ობიექტია.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ჩვენ ჩვენს TURKOVAC ვაქცინას მთელი კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომს გავხდით“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.