თურქეთის პრეზიდენტი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დოლმაბაჰჩეს სასახლეში, სტამბოლში მიიღო.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

იენს სტოლტენბერგი ასევე თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აქარს შეხვდა.