"ტვიტერი" "ფეიკ-ნიუსის" აღმნიშვნელ ნიშანს შემოიღებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ნოემბერში გაიმართება, მიკრობლოგმა "ტვიტერმა", შესაძლა, პოლიტიკოსების პოსტებისთვის სპეციალური მარკირება შემოიღოს. ამერიკული მედია წერს, რომ ყალბი და საზოგადოების შეცდომაში შემყვან "ტვიტებზე" ღია ნარინჯისფერი ნიშანი და შესაბამისი წარწერა გაჩნდება.

პუბლიკაციის სიზუსტის შემოწმება ექსპერტებსა და ჟურნალისტებს დაევალება, რომელსაც მიკრობლოგის ადმინისტრაცია საგულდაგულოდ შეარჩევს.

"დეზინფორმაცია კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ მის გადასაწყვეტად ბევრ სხვადასხვა ხერხს გამოვცდით", - განაცხადეს "ტვივეტში".