თვითმფრინავებში შუა ადგილის ცარიელად დატოვება ვირუსის გავრცელების რისკს ამცირებს

კომერციულ თვითმფრინავებში შუა ადგილების ცარიელად დატოვება, საჰაერო მოგზაურობის დროს კორონავირუსის გავრცელების რისკს ამცირებს. ამი შესახებ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა. ინფორმაციას NYPOST ავრცელებს. 

კვლევა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი 23%-დან 57%-მდე შესაძლოა შემცირდეს, თუ თვითმფრინავებში შუა ადგილი ცარიელი დარჩება. 

”ჩვენს მიერ მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მგზავრებს შორის ფიზიკური დაშორების გაზრდა და მათი სიმჭიდროვის შემცირება ხელს შეუწყობს COVID-19-ის პოტენციური გავრცელების შემცირებას საჰაერო მგზავრობისას”, - აცხადებენ მკვლევარები.