თვითმფრინავი 38 მგზავრით ანტარქტიდაში რადარებიდან გაქრა

ჩილეს საჰაერო ძალების განცხადებით, ანტარქტიდისკენ მიმავალი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. C-130 Hercules-ის ბორტზე 38 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 17 ეკიპაჟის წევრი და 21 მგზავრი. თვითმფრინავით ანტარქტიდაში პრეზიდენტ ედუარდო ფრეი მონტალვას ბაზაზე სპეციალისტები გადაჰყავდათ. მათ ადგილზე მილსადენი უნდა შეემოწმებინათ რომელიც ანტარქტიდაში ჩილეს სამეცნიერო-კვლევითი, მეტეოროლოგიური ბაზის მუშაობას უზრუნველყოფს. ბაზა

თვითმფრინავმა პურტა არენასში ჩაბუნკოს ავიაბაზა 4:55 სთ-ზე დატოვა და კავშირი მასთან 6:13 სთ-ზე გაწყდა. ჩილეს საჰაერო ძალების გენერლის ედუარდო მოსკეირას განცხადებით, გამორიცხული არ არის, თვითმფირნავმა სადმე ავარიული დაშვება სცადა. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქვა ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერმა.

სამძებრო ოპერაციაში ჩილეს სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობენ.