თვითმფრინავის ავარიულად დაშვებას რუსეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, კემეროვოს ოლქში, თვითმფრინავის ავარიული დაშვება მსხვერპლით დასრულდა. 

რუსული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილია 9 ადამიანი, აქედან 2 პილოტია.

L-410 ტიპის თვითმთრინავს 17 პარაშუტისტი უნდა გადაეყვანა, თუმცა, აფრენიდან მალევე ერთი ძრავის გაუმართაობის გამო, პილოტები კვლავ დასაჯდომად შემობრუნდნენ, რა დროსაც თვითმფრინავის მარცხენა ფრთა ხის კენწეროს შეეხო და ჩამოვარდა.

შემთხვევისას, 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 15, საიდანაც 4-ის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.