თვითმფრინავის კატასტროფას 4 ადამიანი შეეწირა

შრი-ლანკის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ჩინური წარმოების Y-12-ში ორი პილოტი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. ოთხივე ადამიანი დაიღუპა.

კატასტროფა ხაპუტალის რაიონში, დედაქალაქ კოლომბოდან 200 კილომეტრში მოხდა. თვითმფრინავი სადაზვერვო ოპერაციას ასრულებდა. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.