თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სომალიში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სომალიში, პოლიციის შენობასთან განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Washingtontimes ავრცელებს. 

ინციდენტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ჯგუფმა "ალ-შაბაბმა" აიღო. თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის შენობასთან ავტომობილი ააფეთქა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ ტერორისტი დაწესებულებაში შესვლას აპირებდა, თუმცა მას ხელი შეუშალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომალის პოლიციის განცხადებით, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.