Twitter და TikTok შესაძლოა გაერთიანდეს

Twitter-მა, გაერთიანებისა და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებები გამართა ჩინური აპლიკაციის, TikTok–ის მფლობელებთან. ამის შესახებ The Wall Street Journal სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის თანახმად, Twitter  დაინტერესებულია TikTok-ის აშშ-ის სექტორთან გაერთიანებით.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიის პოლულარობა საფრთხეს უქმნის მოქალაქეების პირადი ცხოვრების უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობას. პრეზიდენტმა ამერიკულ კომპანიებს მოსთხოვა, რომ TikTok 15 სექტემბრამდე შეიძინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაციის გამოყენება აშშ-ის მასშტაბით აიკრძალება.