Twitter-მა აიათოლა ალი ხამენეის ანგარიში დაბლოკა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი მუქარის გამო, სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ირანის სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს.

„შურისძიება გარდაუვალია. სოლეიმანის მკვლელი და ის, ვინც მისი მოკვლა ბრძანა, პასუხს აგებენ“, - წერდა ირანის სულიერი ლიდერი.

ალი ხამენეის განცხადებას თან ახლდა ფოტოსურათი, რომელზეც გოლფის მოთამაშე დონალდ ტრამპი იყო გამოსახული.