Twitter-მა "დელტა" შტამის გავრცელების გამო შტაბ-ბინა დახურა

ამერიკულმა კომპანიამ Twitter სან-ფრანცისკოს შტაბ-ბინა და ნიუ-იორკის ოფისები დროებით დახურა. მიზეზი კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელება გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორი კვირის წინ Twitter-მა თანამშრომლებს უფლება, დისტანციური რეჟიმიდან გამოსულიყვნენ და ოფისებში მისულიყვნენ.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, შტაბისა და ოფისების დახურვის გარდა, კომპანია სამუშაო ადგილებზე დაბრუნების პროცესს აჩერებს.