Twitter-მა გამოსახულების "რასისტული" მოჭრის გამო ბოდიში მოიხადა - PHOTO

Twitter- მა გამოსახულების მოჭრის "რასისტული" ალგორითმისთვის ბოდიში მოიხადა, მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ფუნქცია ავტომატურად ფოკუსირდება უფრო თეთრ სახეებზე, ვიდრე შავებზე. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

Twitter უკვე დიდი ხანია ავტომატურად ჭრის სურათებს, რადგან ისინი ძალიან დიდ ადგილს იკავებს. ამიტომ კომპანია იყენებს რამდენიმე ალგორითმულ ინსტრუმენტს, რომ შეეცადოს, ფოკუსირება მოახდინოს სურათის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებზე. ის ცდილობს, სახეები და ტექსტი სურათის მოჭრილ ნაწილში დარჩეს. 

მომხმარებლებმა ფუნქციის ხარვეზების აქტიური შემოწმება შაბათ-კვირას დაიწყეს. პირველი ადამიანი კოლინ მადლენდი იყო, რომელმაც ვიდეოკონფერენციის დროს თავის კოლეგასთან ერთად გადაიღო სურათი, რომელიც Twitter-ზე ატვირთა, ალგორითმმა ვერ იცნო გამოსახულება, ამიტომ მოჭრა ისე, რომ მხოლოდ თეთრკანიანი მადლენდი დარჩა ფოტოზე.

ექსპერიმენტში მონაწილეობა ძაღლებმაც მიიღეს. ფოტოზე აღბეჭდილია თეთრი და შავი ლაბრადორი, Twitter-მა კი მხოლოდ თეთრი ძაღლი დატოვა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ნიმაციური სერიალ "სიმფსონების" შემთხვევაშიც.

”ჩვენმა გუნდმა შეამოწმა მიკერძოებულობა მოდელის გაგზავნამდე და ჩვენს ტესტირებაში ვერ იპოვა რასობრივი ან გენდერული მიკერძოების მტკიცებულება. მაგრამ ამ მაგალითებიდან ნათელია, რომ ჩვენ უფრო მეტი ანალიზის გაკეთება გვჭირდება", - აღნიშნულია Twitter-ის განცხადებაში.