"Twitter-მა" RT-ს სიუჟეტი აშშ-ის არჩევნების შესახებ შეცდომაში შემყვანად მონიშნა

სოციალურმა ქსელმა "Twitter-მა" რუსული მედიასაშუალება Russia Today-ს სიუჟეტი აშშ-ის არჩევნების შესახებ შეცდომაში შემყვანად მონიშნა და გადაზიარებისა და კომენტარის ფუნქციები გაუთიშა.

"ეს ტვიტი სადავო კონტენტს შეიცავს, რომელსაც, შესაძლოა, შეცდომაში შეჰყავდეს მაყურებელი იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება არჩევნებში, ან სხვა სამოქალაქო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება", - აღნიშნული "ტვიტერის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, აგვისტოს დასაწყისში "Twitter-მა" RT-ს ანგარიში მონიშნა, როგორც "სახელმწიფოსთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული მედიაანგარიში".