Twitter-მა რუსეთთან დაკავშირებული 60-ზე მეტი ანგარიში წაშალა

მიკრობლოგის სერვისმა Twitter გამოაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული 60-ზე მეტი ანგარიში წაშალა.

ჯამში სერვისმა "საინფორმაციო ოპერაციებისთვის" 3465 ანგარიში წაშალა, რომლებიც ექვს ქვეყანას უკავშირდბა. წაშლილ ანგარიშებს შორის ორი ათასზე მეტი ჩინეთთან, 276 - მექსიკასთან, 270-ზე მეტი - ვენესუელასთან, 418 - უგანდასთან, 268 - ტანზანიასთან არის დაკავშირებული.

Twitter-ის განცხადებით, რომ რუსეთთან დაკავშირებულ ანგარიშებს შორის - 16 ანგარიში "ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საინფორმაციო ოპერაციის ჩატარება ცდილობდა", კიდევ 50 "ლიბიის სამოქალაქო მთავრობასა და მის მხარდამჭერებს ესხმოდა თავს და ლიბიაში რუსეთის გეოპოლიტიკური პოზიციას მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებდა".