Twitter-მა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა

სოციალური ქსელი Twitter-ის ადმინისტრაციამ, კომპანიის წესების დარღვევის გამო, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა.

„დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი ტვიტებისა და მათი კონტექსტის ყურადღებით შესწავლისა შედეგად, ჩვენ მას სამუდამოდ შევუჩერეთ ანგარიში ძალადობის შემდგომი გაღვივების რისკის გამო“, - ნათქვამია Twitter-ის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე, დონალდ ტრამპს საკუთარ ანგარიშზე წვდომა განუსაზღვრელი ვადით Facebook-მა შეუჩერა.