სოციალური ქსელის Twitter-ის ადმინისტრაციამ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის ახალი შემადგენლობის ანგარიში დაბლოკა.
"ანგარიში დაბლოკილია. Twitter ბლოკავს ისეთ ანგარიშებს, რომლებიც არ შეესაბამება მათ წესებს"- აღნიშნა ადმინისტრაციამ პარლამენტის გვერდზე.
ამავდროულად, დეპუტატების საკუთრებაში არსებული ანგარიში, რომლებმაც თანამდებობიდან გადადგომაზე უარი თქვეს, კვლავ მუშაობს.
შეგახსენებთ, ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები 6 იანვარს ჩატარდა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 277 ახალი დეპუტატი აირჩიეს. 20-ზე მეტმა პარტიამ უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.