Twitter-ს ახალი ფუნქცია აქვს

მიკრობლოგ Twitter-ის სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვრონ იმ ადამიანების წრე, ვინც მათ ტვიტზე კომენტარს გააკეთებს. შესაბამისი განცხადება კომპანიის საიტზეა განთავსებული.

პროდუქტების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელის, სუზან ქსის განცხადებით, ახალი ფუნქცია მაისის შემდეგ იტესტებოდა და მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.