Twitter-ზე ჯო ბაიდენის ოფიციალური ანგარიში შეიქმნა

სოციალურ ქსელ Twitter-ზე ამერიკის ახლადარჩეული 46-ე პრეზიდენტის ოფიციალური ანგარიში გამოჩნდა, რომელმაც პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა.

ჯო ბაიდენის გუნდმა მისი ოფიციალური საპრეზიდენტო Twitter-ის ანგარიში შექმნა სახელწოდებით @PresElectBiden.

20 იანვარს, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, ეს გვერდი აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ანგარიში გახდება.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ის მუდმივ საპრეზიდენტო ანგარიშს @POTUS (შეერთებული შტატების პრეზიდენტი) ძველი პრეზიდენტი ახლადარჩეულ მმართველს გადასცემს. ბარაკ ობამამ აღნიშნული გვერდი, 13 მილიონი გამომწერით, დონალდ ტრამპს გადააბარა. თუმცა, აღნიშნული ანგარიშები ბაიდენს არ გადაეცემა.