უჰანში ტორნადოს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში ტორნადოს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 218 დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle იუწყება.

გამოცემის ცნობით, პეკინის დროით 20:39 საათზე ტორნადო კაიდიანის გარეუბანს დაატყდა თავს.

ქარის სიჩქარე წამში 23 მეტრს აღწევდა. სტიქიის შედეგად 27 სახლი დაინგრა, 400 სახლი დაზიანდა. 

ქალაქის ხელისუფლებამ სამოქმედო გეგმა სწრაფად შეიმუშავა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დაიწყო.