უინსტონ ჩერჩილის ჩუსტები აუქციონზე 54 200 დოლარად გაიყიდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ჩუსტები აუქციონზე 54 299 დოლარად (39 ათას ფუნტად) გაიყიდა.

ფეხსაცმელი მუქი ლურჯი ხავერდისგან არის დამზადებული და პატრონის ინიციალები მასზე ოქროს ძაფით არის ნაქარგი. ჩერჩილი ჩუსტებს სახელმწიფოს სათავეში ყოფნის პირველ პერიოდში, 1951-1955 წლებში ხმარობდა.

აუქციონზე ასევე გაიყიდა ჩერჩილის კონიაკის ჭიქა, რომელშიც მყიდველმა 25 400 დოლარი (18 300 ფუნტი) გადაიხადა.

ჩერჩილის ჩუსტები 10-15 ათას ფუნტად (14-21 ათასი დოლარი), კონიაკის ჭიქა კი 10-14 ათას დოლარად ( 7-10 ათასი ფუნტი) იყო შეფასებული.

მყიდველი ბრიტანელი კოლექციონერი იყო, ვისი ვინაობაც არ დასახელებულა.