უინსტონ ჩერჩილის იშვიათი ნახატი აუქციონზე 983,000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

უინსტონ ჩერჩილის იშვიათი ნახატი ლონდონში, აუქციონზე 983,000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ნახატი აჩვენებს, რომ ბრიტანეთის მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეს ჯონი უოკერის ვისკის ბრენდი ძალიან უყვარდა და მან ის პორტრეტად აქცია. 

ნატახზე წარმოდგენილია ჯონი უოკერის ვისკის ბოთლი შავი ეტიკეტით, კონიაკის ბოთლი, დოქი და ჭიქები.

Sotheby's-ის აუქციონის წარმომადგენლების განცხადებით, ნახატი ხუთჯერ მეტი ძვირად გაიყიდა, ვიდრე მოელოდნენ.

ცნობილია, რომ ჩერჩილი მოყვარული მხატვარი იყო. მან ნატურმორტი სახელად "დოქი ბოთლებით" 1930-იან წლებში საკუთარ აგარაკზე შექმნა. ამ ბრენდის ვისკი მას ძალიან უყვარდა და დილაობით სოდიან წყალთან ერთად სვამდა.