უიშვიათესი შემთხვევა ავსტრალიაში - ზვიგენი მამაკაცს მდინარეში დაესხა თავს

ავსტრალიის ქალაქ პერტის სანაპიროები ზვიგენების სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა უცნაური შემთხვევა მოხდა ქალაქში არსებულ მდინარეში, სადაც მამაკაცს ზვიგენი დაესხა თავს. 

მსგავსი რამ 1969 წლის შემდეგ არ მომხდარა. 

ზვიგენი სიგრძეში დაახლოებით 3 მეტრის იყო. მამაკაცი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.