უკრაინაში სკოლის 15 მოსწავლე ჰეპატიტ A-თია ჰოსპიტალიზირებული

უკრაინაში სკოლის 15 მოსწავლე ჰეპატიტ A-თია ჰოსპიტალიზირებული. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.

პოლიციამ ჰეპატიტის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სკოლებში ეპიდემსაწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება.