უკრაინა პანდემიას წლის ბოლომდე დაამარცხებს - ჯანდაცვის მინისტრი

უკრაინას კორონავირუსის პანდემიის დამარცხება 2021 წლის ბოლოსთვის შეეძლება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.

"დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წლის ბოლოს შევძლებთ კორონავირუსის დაავადების სრულად დამარცხებას", - თქვა სტეპანოვმა.

მისივე თქმით, ამ დროში მთავრობას შეეძლება, დაარწმუნოს უკრაინის მთლიანი მოსახლეობა, რომ ვაქცინაცია გაიაროს.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ Pfizer-თან დადო შეთანხმება, რომლის თანახმად  ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 10 მილიონ დოზას მიიღებს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანას ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლომდე მიეწოდება.