უკრაინა თებერვალში ვაქცინის 117 000 დოზას მიიღებს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, უკრაინა თებერვალში COVAX პროგრამის ფარგლებში Pfizer / BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 117 000 დოზას მიიღებს.

ლიაშკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა თებერვლის თვეში AstraZeneca-ს ვაქცინის 2-3 მილიონამდე დოზას შეიძენს.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო უნდა იყოს.

"უკრაინაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება. ზუსტად ეს არის საზრუნავი, ეს არის დაცვა, რომელიც სახელმწიფომ პანდემიის დროს მოქალაქეებისთვის უნდა. არ ვიცი რამდენი ეღირება ვაქცინა კერძო საავადმყოფოებში, თუმცა უკრაინელების უმეტესობა მას საჩუქრად მიიღებს", - განაცხადა ზელნსკიმ.