უკრაინამ ჩინური კომპანია Sinovac-ის ვაქცინა დაამტკიცა

უკრაინამ ჩინური კომპანია Sinovac-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ვაქცინაციის პროგრამის უზრუნველსაყოფად უკრაინამ Sinovac-ის ვაქცინის 215 000 დოზა ჯერ კიდევ მარტის თვეში მიიღო. მაგრამ ხელისუფლება მის გამოსაყენებლად ეროვნული მედიკამენტების რეგულატორის ნებართვას ელოდებოდა.

უკრაინაში ეპიდემიის გავრცელების დღიდან, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, კორონავირუსი 1 731 971 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიას 34 075 ინფიცირებული ემსხვერპლა.