უკრაინამ საქართველო "მწვანე ქვეყნების" სიაში შეიყვანა

უკრაინამ განაახლა "წითელი" და "მწვანე" ზონის მქონე ქვეყნების სია. განახლებულ სიას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. 

"წითელი" ზონის ქვეყნების ჩამონათვალში, მოხვდნენ: ესპანეთი და ისრაელი.

"მწვანე" ზონაში მოხვდნენ: საქართველო, თურქეთი, ეგვიპტე, ბულგარეთი, ასევე ჩეხეთი, საბერძნეთი, ავსტრია, პორტუგალია, პოლონეთი, კვიპროსი, ხორვატია, იტალია, შვეიცარია, ტაილანდი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი.