უკრაინაში 83 წლის ქალი "მკვდრეთით აღდგა"

უკრაინული არხის, ТСН-ის ინფორმაციით, 83 წლის პენსიონერი ქალი 10 საათის განმავლობაში სიცოცხლის ნიშნების გარეშე იწვა საავადმყოფოში. ექიმებმა კარდიოგრამაც გადაუღეს სადაც სწორი ხაზი ფიქსირდებოდა.  ექიმებმა პაციენტის გარდაცვალების შესახებ ახლობლებს შეატყობინეს და დაკრძალვისთვის მომზადება ურჩიეს.

 "გარდაცვლილის" ნათესავებს უკვე საფლავიც კი გათხრილი ჰქონდათ, როდესაც ქალბატონმა სიცოცხლის ნიშნები გამოავლინა. ექიმების ინფორმაციით მოხუცმა ორჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი.