უკრაინაში COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკურ ცდებზე ნებართვა გასცეს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკური ცდების დაწყება შეუძლია. მედიკამენტი უკრაინული გამოშვებისაა.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ საუბარია პრეპარატ "ბიოვენზე", რომლიც აქტიური კომპონენტი ანტისხეულებია. ის ვირუსებისა და ბაქტერიების, მათ შორის А და В ჰეპატიტის, ციტომეგალავირუსის, ჰერპესის ვირუსის, ეფშტეინ-ბარის ვირუსის, ჩუტყვავილის, გრიპის, წითელას, აროტიტის და სხვა უამრავი დაავადების მიმართ სპეციფიკური აქტივობით გამოირჩევა.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 12697 შემთხვევაა დადასტურებული, 316 ადამიანი გარდაიცვალა, 1875 გამოჯანმრთელდა.